megaupload.com ბრუნდება

megaupload

megaupload.com-ის შემქნელი კიმ დოტკომი გეგმავს აღადგინოს ფაილების გაცვლის სერვისი 20 იანვარს .2012 წელს სერვისი აშშ-ს მთავრობამ გათიშა. “ის უკეთესი იქნება, ვიდრე ორიგინალი და თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში” დაწერა ტვიტერზე კიმ დოტკომმა.  მან ასევე განაცხადა რომ აშშ-ს ხელისუფლება ცდილობს მის ექსტრადირებას საავტორო უფლებების დარღვევის ბრალდებით. დოტკომმა, რომელიც ცხოვრობს ახალ ზელანდიაში გაასაჩივრა თავისი ექსტრადირება აშშ-ში. სასამართლო მოსმენა აგვისტოშია დანიშნული.
megaupload-ის დახურვის შემდეგ დოტკომმა სცადა ფაილების გაცვლის ბიზნესის აღდგენა. 2013 წელს მან შექმნა  cloud storage.სახელწოდებით Mega, თუმცა დატოვა. დოტკომმა განაცხადა რომ ჯერ ჩინელი ინვესტორი, ხოლო შემდეგ ახალი ზელანდიის მთავრობა აკონტროლებდა სერვისს.  “მე აღარ ვენდობი Mega-ს, მე არ ვფიქრობ რომ თქვენი მონაცემები უსაფრთხოა Mega-ზე” განაცხადა გასულ წელს ინტერვიუში. თუმცა პირობა დადო რომ შექმნის Mega-ს კონკურენტს სრულიად ღია კოდით და არაკომერციულს. გაეშვება  Wikipedia-ს მსგავსად მიიღებს შემოწირულობებს.  ახლა დოტკომმა დაწერა ტვიტერზე მომავალი სერვისის დეტალებზე. მომხმარებლებს შესთავაზებს 100 გიგაბაიტიან სივრცეს და დაშიფვრას. არც ერთი სერვერი არ იქნება ამერიკაში, რომელსაც მან  “მასობრივი თვალთვალის იმპერია” უწოდა. დოტკომმა ასევე განაცხადა რომ საიტზე რაღაც როლი ექნება ბიტკოინს. ძველი ანგარიშების უმრავლესობა ასევე გადმოვა ახალ საიტზე, მაგრამ ახალი საიტის შესაქმნელად არ იქნება ძველი კოდი გამოყენებული. ის  იმედოვნებს რომ პირველივე დღეს სერვისს 100 მილიონი მომხმარებელი ეყოლება. დოტკომა ასევე ძველ თანამშრომლებს შესთავაზე დაბრუნება ბიზნესში.
kim dotcom

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *